top of page

ფორთოხლის და შოკოლადის მაფინები


დღეს დესერტისთვის ფორთოხლის კექსებს მოვამზადებთ, თან მათ შოკოლადსაც დავუმატებთ და მივიღებთ ძალიან არომატულ და გემრიელ ნამცვხრას. რაც მთავარია, მის მოსამზადებლად სულ ნახევარი საათი დაგვღირდება.

დაგვჭირდება:

2 კვერცხი

50 გ ყავისფერი შაქარი

170 გ კრემჩიზი

200 გ ფქვილი

1 ჩ.კ. სოდა

1 ფორთოხლის ცედრა და წვენი

100 გ შავი შოკოლადი

კვერცხი ავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქარი, შემდეგ კრემჩიზი, ფორთოხლის ცედრა და წვენი, სოდა, ფქვილი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით.

თუ სპეციალურ საკონდიტრო შოკოლადს ვერ შევიძენთ, არაუშვას, ჩვეულებრივი ფილა ავიღოთ და დავკეპოთ დანით.შემდეგ შევურიოთ შოკოლადის ნატეხები ჩვენ ცომს.

გავანაწილოთ ცომიმაფინების ფორმებში დაახლოებით 2/3-ით და გამოვაცხოთ 180 გრადუსამე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page