საახალწლო ნამცხვარი ყავით, თაფლით და პეკანით
დაგვჭრდება:
200 გ კარაქი
1 ჭიქა შაქარი
2 კვერცხი
3 ს.კ. თაფლი
მწიკვი მარილი
2 ს.კ. რომი
150 მლ ესპრესო
1 ჩ.კ. სოდა
ვანილი
1 ჩ.კ. დარიჩინი
დანის წვერზე მიხაკი
1.5 ჭიქა ფქვილი
1 ფორთოხლის ცედრა
100 გ ქიშმიში
150 გ პეკანი
კარაქი და შაქარი კარგად ავტვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, თაფლი, ყავა, რომი და ვანილი.
ცავლე გავხსნათ ერთად ფქვილი, მარილი, სოდა, დარიჩინი,მიხაკი. დავუმატოთ ფორთოხლის ცედრა და კარგად შევურიოთ ეს ორი მასა.
ამის შემდეგ დავუმატოთ ქიშმიში და მსხვილად დაჭრილი მოხალული პეკანი.
გადავიტანოთ ცომი საცხობ ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩავაფენთ საცხობ ქაღალდს. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელშ დაახლოებით 40 წუთი.
გამომცხვარი ნამცხვარი გავაგრილოთ ფორმაშივე,შემდეგ კი გადმოვიღოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
საშობაო ნამცხვარი უმჯობესი გამოვაცხოთ რამდნეიმე დღით ადრე, რადგან მეორე დრეს, როცა ყველა არომატები გაუჯდება, ის კიდე უფრო გემრიელია.
გემრიელად მიირთვით!