top of page

ხრატუნა ორცხობილები ვისკით


ეს ჰაეროვანი, მსუბუქი და სასიამოვნოდ ხრატუნა ორცხობილები ვისკის არომატით ნებისმიერ ცივ საღამოს გამოგვიკეთებს ხასიათს.

დაგვჭირდება:

120 გ კარაქი

0,5 ჭიქა ყავისფერი შაქარი

2 ს.კ. თაფლი

0,5 ჭიქა ფქვილი

ვანილი

დანის წვერზე -დარიჩინი

დანის წვერზე- ჯინჯერი

დანის წვერზე-მიხაკი

დანის წვერზე-კარდამონი

1 ს.კ. ვისკი

დაბალ ცეცხლზე გავალღვოთ კარაქი, დავუმატოთ შაქარი, თაფლი, როცა ყველაფერი გადნება, გადნოვდგათ ქურიდან და დავუმატოთ სუნელები, ვისკი, ფქვილი და კარგად მოვურიოთ.

საცხობ სინზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი და ჩაის კოვზით დავსვათ პატარა ბურთები, ერთნანეთისგან მოშორებით. შემდეგ ეს ბურთები გავაბრტყელოთ კარაქში დასვრილი თითებით რაც შეიძლება თხელ რგოლებად. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორცხობილები კიდე გაიშლება ცხბის დროს, ამიტომ ერთმანეთს რომ არ შეეწეპონ, უნდა დავიცვათ მანძილი.

გამოვაცხოთ ორცხობილები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 8-10 წუთი, სანამ არ გაოქროსფერდება.

ორცხობილები მშვენიერია დამოუკედებელ დესერტადაც და ასევე კარგად ეხლამება დ აავსებს სორბეტებს, ნაყინს და სხვა მსგავს დესერტებს. ამისთვის,

ოდნავ შევაგრილოთ ორცხობილები, შემდეგ კი დავახვიოტ კარაქწასმულ ხის კოვზის სახელურის ირგვლივ და გავჩეროთ ასე, სანამ არ გაგრილდება. გაგრილებული ორცხობილები კარგად ინარჩუნებს ფორმას.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page