top of page

ჯინჯერის საშობაო ნამცხვარი


დაგვჭირდება:

250 გ კარაქი

250 გ შაქარი (უმჯობესია ყავისფერი)

250 გ თაფლი

2 კვერცხი

300 მლ რძე

400 გ ფქვილი

1 ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი

1 სავსე ჩ.კ. სოდა

0,5 ჩ.კ. დაფქული ვარდისფერი წიწაკა

0,5 ჩ.კ. დარიჩინი

მინანქარისთვის:

100-150 გ შაქრის პუდრა

ნახევარი ლინმონის წვენი

შაქარი, თაფლი და კარაქი ერთად გავალღვოთ ორთქლზე, გადმოვდგათ ქურიდან და დავუმატოთ რძე. კარგად მოვურიოთ. შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი, დარიჩინი, ჯინჯერი, წიწაკა, სოდა და ბოლოს ფქვილი.

საცხობ ფორმას ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი, გადავიტანოთ ცომი და გამოვაცხოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი.

გამომცხვარი კექსი ფორმაშივე გავაგრილოთ, შემდეგ გადმოვიტანოთ დაფაზე და მოვასხათ თეთრი მინანქარი.

მინანქრის მოსამზადებლად შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი ავურიოთ კრემისბერ სტრუქტურამდე. გადავუსვათ გაგრილებულ ნამცხვარს და დავტოვოთ ასე, სანამ არ გამაგრდება.

დამდეგ შობას გილოცავთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page