ორთქლზე მომზადებული თევზი აზიური ხასიათით
ჩვენი საინტერესო და ნოყიერი საახალწლო რეცეპტები ცოტა მსუბუქი, სასარგებლო და თან ძალიან მარტივი და გემრიელი კერძით გავამრავალფეროვნოთ.მოვამზადოთ თევზი აზიური არომატებით.
დაგვჭირდება:
1 მოზრდილი კობრი, დაახლოებით 1 კგ (ან ნებისმიერი სხვა, თქვენი გემოვნებით, მაგალითად სიბასი ან დორადა)
პატარა კონა ქინძი
1 ნაჭერი ჯინჯერის ფესვი
1 პატარა წითელი წიწაკა
2-3 ღერი მწვანე ხახვი
3 ს.კ. სოიოს სოუსი
1 ჩ.კ. შაქარი
მარილი
3ს.კ. ზეითუნის ზეთი
4 ს.კ. მირინი (იაპონური ტკბილი ღვინო) ასევე გამოდგება ხერესი ან პორტვეინი
თევზო გავწმინდოთ და ჩავჭრათ რამდენიმეჯერ მისი ზედაპირი 2-3 სმ დაშორებით.
ჯინჯერი, მწვანე ხახვი, წიტელი წიწაკა დავჭრათ თხელ, გრძელ ნაჭრებად. ამ მასის ნაწილი დავდოთ საცხობ ფორმის ფსკერზე, შემდეგ დავადოთ თევზი. თევზი ასევე გამვტენოთ ამ მასით. სოიოს სოუსს შევურიოთ მირინი, შაქარი და მოვასხათ თევზს.
თევზი 15-20 წუთში იდეალურად მომზადდება ორთქლზე. თუ სპეციალური ქვაბი არ გაქვთ, მაშინ აადუღეთ ერთ ქვაბში წყალი, შემდეგ დადეთამ ქვაბზე ნახვრეტებიანი ჯამი და ამ ჯამში ჩადგით თევზის ფორმა.
გამზადებულ თევზს მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ლამაზად გავაფორმოთ დარჩენილი დაჭრილი ბოსტნეულით და დაჭრილი ქინძით.
იდეალური იქნება გარნირად თუ მოვამზადებთ ბრინჯს.
გემრიელად მიირთვით!