top of page

ხორცის წვნიანი ქერით


ეს ნოყიერი და გემრიელი წვნიანი ხორცით, ქერით და ბოსტნეულით დღევანდელივით მოღუშილ და ცივ ამინდშიც სიმყუდროვეს შეიტანს!

დაგვჭირდება:

500 გ საქონლის რბილი ხორცი

3-4 საშულო ზომის კარტოფილი

1 თავი ხახვი

3 სტაფილო

3-4 კბილი ნიორი

150 გ შამპინიონი

პატარა კონა ოხრახუში

დანის წვერზე-ბეგქონდარა

1 დაფნის ფოთოლი 1 ს.კ. ტომატ-პასტა 0,5 ჭიქა ქერი

მარილი

შავი წიწაკა

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1ს.კ. კარაქი

100 მლ მშრალი წითელი ღვინო

საქონლის ხორცი კუბებად დავჭრათ და მოვბრაწოთ ზეთში და კარაქში სქელძირიან ტაფაზე. შემდეგ დავუმატოთ საშუალოდ დაჭრილი ხახვი, მოვთუშოთ დაბალ ცეცზლზე, სანამ ხახვი არ გახდება გამჭვირვალე, შემდეგ დავუმატოთ თხლად დაჭრილი ნიორი, სოკო და კიდე მოვთუშოთ. შემდეგ დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი, ერთხელ კარგად ამოვურიოთ და დავასხათ ღვინო. რომ აორთქლდება ალკოჰოლი, შემდეგ დავუმატოთ წყალი,ისე, რომ კარგად ფარავდეს ხორცს და ბისტნეულს.

წვნიანი რომ წამოდუღდება, დავამატოთ დაფნის ფოთოლი, ქერი (შეგიძლიათ ბულგური ან სხვა ბურღულეული გამოიყენოთ,თქვენი გემოვნებით) და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ამის შემდეგ დავუმატოთ ტომატ-პასტა და სანელებლები, დავარეგულიროთ სისქე (თუ ძალიან გაგვისქელდა წვნიანი, ცოტა წყალი ჩავამატოთ) და ვხარშოთ წვნიანი დაბალ ცეცხლზე კიდე ერთი 10 წუთი. ბოლოს დავამატოთ წვნიანს წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გამოვრთოთ ქურა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page