top of page

ბადრიჯანი მაწვნის საკმაზით


დღეს მოვამზადებთ ბადრიჯანს მსუბუქი მაწვნის საკმაზით.

დაგვჭირდება:

4 საშუალო ზომის ბადრიჯანი

2-3 ს.კ. ზეთი

პატარა კონა ქინძი1 ქილა მაწონი

2-3 კბილი ნიორი

დანის წვერზე-დარიჩინი

მარილი

შავი წიწაკა

1 ბროწეული

ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე და მოვაყაროთ მარილი. გავაჩეროთ ასე 1-2 საათი, შემდეგ გავწუროთ, დავალაგოთ ცეცხლგამძლე ფორმაზე, მოვასხათ ზეთი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობათ დაახლოებით 1 საათით. ბადრიჯანი უნდა დარბილდეს.

ნიორი დავნაყოთ ან დავაბლენდეროთ, შევურიოთ მაწონს, დავუმატოთ დარიჩინი. ბადრიჯანს გადავუსვათ წვრილად დაჭრილი ქინძი მარილი და წიწაკა, ზევიდან მოვასხათ მაწვნის სოუსი და მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page