ტურტიერი- კანადური ხორცის ღვეზელი
ტურტიერი (Tourtière)- ფრანგულ-კანადური ხორცის ღვეზელია, რომელსაც დარიჩინით, მიხაკით და მუსკატითაა შეზავებული. ამის გამო სრულიად განუმეორებელი არომატი აქვს და განსაკუთრებით უხედაბა ზამთრის ცივ დღეებს. დღეს სწორედ ამ ღვეზელის მომზადება გადავწყვიტეთ.
დაგვჭირდება:
500 გ მზა ფენოვანი ცომი
600-700 გ საქონლის ან შერეული ხორცის ფარში
1 კბილი ნიორი
1 თავი ხახვი
0,5 ჩ.კ. დარიჩინი
დანის წვერზე დაფქული მიხაკი
დანის წვერზე მუსკატი
მარილი
შავი წიწაკა
1-2 ს.კ. ზეთი
1 კვერცხი
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ ცოტაოდენ ზეთში, შემდეგ დავუმატოთ ხორცის ფარშს. აქვე დავუმატოთ ფარშს დაჭყლეტილი ნიორი, სუნელები, მარილი და წიწაკა და კარგად მოვურიოთ.
ფენოვანი ცომი გავყოთ ორ ნაწილათ, ერთი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ გამოსაცხობ ფორმაში. გავანაწილოთ ზევიდან ფარში, შემდეგ დავაფაროთ მეორე ფენა ცომი, კარგად ამოვუკეცოთ კიდეები და ზევიდან, ცენტრში ჩავჭრათ, ორთქლი რომ გამპვიდეს და ზედაპირი არ გაგვიფუჭდეს. ზევიდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი.
შევდოთ 180 გარდუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად, დაახლოებით 45 წუთით.
გემრიელად მიირთვით!