top of page

6 ფენიანი ტორტი


დღეს საღამოს ჩვენი მარტივი და გემრიელი გვერდი ცოტა უფრო რთულ რეცეპტს შეეჭიდება. გადავწყვიტეთ თქვენთან ერთად 6 ფენიანი ტორტი გამოვაცხოთ სამნაირი კრემით. სამაგიეროდ, საოცარი დესერტი გამოგვივა!

შოკოლადის ცომისთვის დაგვჭირდება:

250 გ კარაქი

1 ჭიქა შაქარი

3 კვერცხი

3 ს.კ. არაჟანი

2 ს.კ. კაკაო

სოდა ძმრით

1 ჭიქა ფქვილი

თეთრი ცომისთვის დაგვჭირდება:

200 გ კარაქი

2 კვერცხის გული

2 ს.კ. არაჟანი

2,5 ჭიქა ფქვილი

ბეზესთვის:

1 ჭიქა შაქარი

2 კვერცხის ცილა

2 ჭიქა ნიგოზი

არაჟნის კრემისთვის:

1 ჭიქა შაქარი

500 გ არაჟანი

ვანილი

კარაქის კრემისთვის:

300 გ კარაქი

1 ქილა შედედებული რძე

ვანილი

შოკოლადის კრემისთვის:

200 მლ ნაღები

2 ფილა შავი შოკოლადი

მოვამზადოთ შოკოლადის ფენა: რბილი კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, კაკაო, არაჟანი, ფქვილი და სოდა ძმრით. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. საცხობ ფორმას ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი.

გამომცვარი ფენა შევაგრილოთ და გავჭრათ შუაზე.

მოვამზადოთ თეთრი ცომი: რბილი კარაქი კვერცხის გულები, არაჟანი და ფქვილი ავკეპოთ და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ 4 ნაწილად და გავაბრტყელოთ.

ავთვიფოთ ბეზე, დავუმატოთ გატარებული ნიგოზი და გადვუსვათ ეს ბეზე ოთხივე თეთრ ფენას. შევდოთ 180 გრადუსამდ ეგახურებულ ღუმელში გამოსაცხობათ. ვაცხობთ, სანამ ბეზე არ გამოშრება და არ გამაგრდება()დაახლოებით 15 წუთი.

მოვამზადოთ კარაქის კერმი: ავთქვიფოთ კარაქი და შედედებული რძე, დავუმატოთ ვანილი.

მოვამზადოთ არაჟნის კრემი: ავთქვიფოთ შაქარი და არაჟანი, დავუმატოთ ვანილი.

მოვამზადოთ შოკოლადის კრემი: შევათბოთ ნაღები, მაგრამ არ ავადუღოთ და დავუმატოთ დაქუცმაცებული შოკოლადი. კარგად მოვურიოთ და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით. მასა გასქელდება. შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან და მსუბუქად ავთქვიფოთ. დიდხანს თქვეფა არ უნდა, თორე კრემი აიჭრება.

ავაწყოთ ტორტი: შოკოლადის ფენა, არაჟნის კერმი, თეთღი ფენა (ბეზე მოვაქციოთ ზევით), კარაქის კრემი, თეთრი ფენა (ბეზეთი ქვევით), არაჟნის კრემი, თეთრი ფენა (ბეზე ზევით), კარაქის კრემი, თეთრი ფენა (ბეზე ქვევით), არაჟნის კრემი, შოკოლადის ფენა. ზევიდან და გვერდებზე გადავუსვათ შოკოლადის კრემი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page