ბოსტნეულის სალათი კიბორჩხალებით
დაგვჭრდება:
1 თავი სალათი აისბერგი
5-6 კარტოფილი
3-4 კვერცხი
3-4 მჟავე კიტრი
2 ს.კ. კაპერსი
10 ცალი მწვანე ზეთისხილი
15 ცალი კიბორჩხალას კისერი (უმჯობესია დამუშავებული შეიძინოთ, თუმცა, თუ ცოცხალ კიბორჩხალებს თავად დაამუშავებთ, ჩვენი აპლოდისმენტებიც გერგებათ!)
პატარა კონა მწვანე ხახვი
მარილი
შავი წიწაკა
200-250 გ შინაური მაიონეზი
კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, შემდეგ გავაგრილოთ და გავფცქვნათ. ასევე, მოვხარშოთ კვერცხი და გავფცქვნათ.
კარტოფილი დავჭრათ მომცრო კუბებად, კვერცხი დავჭრათ წვრილად. ასევე წვრილად დავჭრათ მჟავე კიტრი, მწვანე ხახვი. შევურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, შემდეგ დავუმატოთ უკურკო ზეთისხილი, კაპერსი, მოვასხათ მაიონეზი, დავუმატოთ მარილი და შავი წიწაკა და კარგად მოვურიოთ.
სალთის ჭურჭელში ჩავაფინოთ აისბერგის ფოთლები, ზევიდან გავანაწილოთ სალათი და ბოლოს მოვრთოთ კიბორჩხალას ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!