top of page

საშობაოდ გამომცხვარი ნეკნები ყავით, ნივრიანი კარაქით და ყველით როქფორი


დაგვჭირდება:

საქონლის ნეკნები

2 ს.კ. კარგი შავი ყავა

4 ს.კ. ყავისფერი შაქარი

2 ს.კ. პაპრიკა (უმჯობესია შებოლილი)

მარილი

შავი წიწაკა

6 ს.კ. კარაქი

150 გ როქფორი (ან გორგონძოლა, ან ნებისმიერი სხვა, თქვენი გემოვნებით)

1 ჩ.კ. ვორჩესტერის სოუსი

3-4 კბილი ნიორი

დაფქული ყავა, შაქარი, პაპრიკა, წიწაკა, მარილი ავურიოთ ერთმანეთს. შემდეგ კარგად წავუსვათ ეს მასა ხორცს, გადავახვიოთ პლასტიკშ და შევდოთ მაცივარში მთელი ღამით.

მეორე დღეს გამოვიღოთ ხორცი მაცივრიდან, დავაცადოთ ერთი საათი, რომ ოთახის ტემპერატურამდე შეთბეს და შევდოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 3 საათით.

ნიორი დავაბლენდეროთ კარაქთან, შევურიოთ როქფორი და ვორჩესტერის სოუსი. თუ საჭიროა, მარილიც დავუმატოთ.

გამომცხვარი ხორცი დავასვენოთ ერთი 20 წუთი ღუმელში, შემდეგ კი დავჭრათ კოხტად და წავუსვათ კარაქი ნივრით და როქფორით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page