ჯინჯერის ორცხობილები დარიჩინით
ჯინჯერის ორცხობილების დროა!
ამბობენ, საშობაოდ ამ ტკბილრულის მომზადების ტრადიცია ჯერ კიდე ჯვაროსნული ომებიდან მოდის. ინგლისელებმა პირველებმა დაიწყეს ჯინჯერის გამოყენება საშობაო ნამცხვებში და შემხდეგ ეს ტრადიცია აიტაცეს დანარჩენმა ევროპელებმაც.
ჩვენც არ ჩამოვრჩებით მათ: გუშინ გერმანული ლებკიხენი მოვამზადეთ, დღეს კი დარიჩინის და ჯინჯერის ორცხობილებს გამოვაცხობთ.
დაგვჭირდება:
1 დიდი კვერცხის გული
100 გ შაქარი
3 ს.კ. თაფლი
100 გ კარაქი
200-250 გ ფქვილი
0,5 ჩ.კ. სოდა
მწიკვი მარილი
1 ჩ.კ. დარიჩინი
0,5 ჩ.კ. ჯინჯერი
ფქვილს დავუმატოთ მარილი, სოდა და სუნელები. შემდეგ ჩავჭრათ ცივი კარაქი და ხელით დავფშვნათ. შემდეგ დავუმატოთ შაქარი, თაფლი და კვერცხის გული. მოვზილოთ ცომი. გამოგვივა მკვრივი პრიალა ცომი. თუ ცომი იშლება და არ იკვრება, შეგვიძლია კიდე დევუმატოთ ოდნავ თაფლი .
ცომი შევკრათ, დავაგორგოლოთ, გადავახვიოთ პლასტიკში და შევდოთ 1-2 საათით მაცივარში.
ამის შემდეგ, გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ დაახლოებით 5-7 მმ სისქის ფირფიტად და გამოვჭრათ ორცხობილები.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი. სურვილისამებრ, მოვასხათ შავი ან თეთრი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!