დღეს შევეჭიდებითნამცხვარს, რომლის მოსამზადებლადაც ოდნავ მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, სამაგიეროდ შედეგიც სრულიად არაჩვეულებრივია! გამოვაცხობთ ბისკვიტს, მოვამზადებთ ორნაირ კრემს და ავაწყობთ ნამდვის სადღესასწაულო ტორტს.
ბისკვიტისთვის დაგვჭირდება:
200 გ კარაქი
400 გ შაქარი
მწიკვი მარილი
6 კვერცხის გული
200 მლ არაჟანი
200 მლ მაწონი
სოდა ძმრით
ვანილი
600 გ ფქვილი
200-250 გ პეკანი (თუ ვერ იშოვეთ, ნიგოზიც გამოდგება)
თაფლის მოხარშლი კრემისთვის დაგვჭირდება:
600 მლ ნაღები (33%)
4 კვერცხის გული
100 გ შაქარი
150 გ თაფლი
200 გ კარაქი
კარაქის კრემისთვის დაგვჭირდება:
150 გ კარაქი
125 გ შაქრის პუდრა
50 მლ რძე
ვანილი
პეკანი დავჭრათ და ოდნავ მოვხალოთ. შევაგრილოთ.
დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ კვერცხის გილები, მწივი მარილი, არაჟანი, მაწონი, სოდა ძმრით, ვანილი, ფქვილი და კარგად მოვურიოთ. ბოლოს დავუმატოთ პეკანი.
გავყოთ ეს მასა სამ ნაწილად და გამვაცხოთ სამი თანაბვარი ფენა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. ფორმას ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი.
მოვამზადოთ მოხარშული ანგლეზი თაფლით: შაქარი და კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ.
თაფლი ჩავასხათ სქელძირიან ქვაბში და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. როცა თაფლი კარამელიზაციას დაიწყებს, ანუ როცა გამუქდება, დავამატოთ ნაღები და კარგად მოვურიოთ. ნაღები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და მასას სულ უნდა ვურიოთ.
ამის შემდეგ, ნელ-ნელა დავუმატოთ თაფლის მასა კვერცხის მასას და თან სულ ვურიოთ, კვერცხი რომ არ შეიკრას.
მთელ მასას რომ გავხსნით, დავდგათ კრემი დაბალ ცეცხლზე, მივიყბანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი, თან სულ ვურიოთ.
კრემი ერთგვაროვანი და პრიალა უნდა გამოვიდეს. თუ ასე არაა, მაშნ თხელ საცერში გავატაროთ. გავაგრილოთ და შევათქვიფოთ კარაქი.
მოვამზადოთ კარაქის და რძის კრემი: დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე. უნდა მივიღოთ თეთრი ჰაეროვანი მასა. შემდეგ ნელნელა დავუმატოთ რძე და სულ ვთქვიფოთ. ბოლოს დავუმატოთ ვანილი.
ავაწყოთ ტორტი: პირველ ფენას გადავუსვათ მოხარშული თაფლის კრემი, შემდეგ დავადოთ მეორე ფენა, ისევ ინგლისური კრემი თაფლით და დავაფაროთ მესამე ფენა. ზევიდან და გვერდებზე ტორტს წავუსვათ კარაქის კრემი, კარგად გადავასწოროთ და შევდოთ მაცივარში მინიმუმ ერთი 6 საათით.