top of page

ანანასით და თაფლით გლაზირებული ლორი


2 კგ ლორი

1-2 ანისულის ვარსკვლავი

4-5 მიხაკი

4-5 ცალი სუნელოვანი წიწაკის მუხუდო

მარინადისთვის:

100 მლ ზეითუნის ზეთი

1-2 დაფნის ფოთოლი

1-2 კბილი ნიორი

შავი წიწაკა

მარილი

მინანქარისთის:

200 გ შაქარი

3 3.კ. ძმარი

100 მლ პორტვეინი

250 მლ თაფლი

მარინადის ინგრედიენტები ერთად ავურიოთ, შემდეგ ჩავდოთ ხორცი ამ მარინადში მთელი ღამით.

მეორე დღეს ამოვიღოთ მარინადიდან, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავუმატოთ სპეციები და მივიყვანოთ ადურებამდე. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2-2,5 საათი. შემდეგ გამოვრთოთ ქურა და გავაგრილოთ ამ ბულიონშივე.

მოვამზადოთ მინანქარი: შაქარი და ძმარი მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუმატოთ თაფლი და პორტვეინი. ვხარშოთ კიდე 5 წუთი. შემდეგ კი გადავუსვათ ეს მასა ლორს, ჩხირებით დავამაგროთ ანანასის ნაჭრები და შევდოთ 180-190 გრადუსმადე გახურებულ ღუმელში ერთი 30 წუთით. პერიოდულად ვასხათ თაფლიანი მასა.

გამომცხვარი ლორი დავასვენოთ ერთი 15 წუთი, შემდეგ კი დავჭრათ.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page