გამოყვანილი ორაგულის კარპაჩო პიკანტურად
დღეს საოცრად ლამაზი და საოცრად გემრიელი, მიშლენის სამ ვარსკვლავს რომ დაიმსახურებს, ისეთი აპეტაიზერი უნდა მოვამზადოთ.
დაგვჭირდება:
500 გ შებოლილი ორაგული
1-2 ბოლოკი
1 პატარა ჭარხალი
2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
1 ს.კ. პირშუშხა
100 გ მაღალცხიმიანი ნაღები
2 ფორთოხალი
1 ლიმონი
ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
თხლად დავჭრათ ბოლოკი და ჩადვოთ ძმარში. გავაჩეროთ ერთი 40 წუთი.
მოვხარშოთ ჭარხალი, მაგრამ არ ჩავხარშოთ.
ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ მას პირშუშხა და ცოტა მარილი.
თხლად დაჭრილი ორაგული მოვათავსოთ თეფშზე, ალაგ-ალაგ დავალაგოთ თხლად დაჭრილი ჭარხლის დისკები, იქვე დავალაგოთ დამარინადებული ბოლოკი (ამოვიღოთ ძმრიდან და შევაშროთ). ორაგულის ირგვლივ ლამაზად დავალაგოთ კანგაცლილი ფორთოხლის და ლიმონის ნაჭრები.
ლამაზად გავაფორმოთ ჩვენი კარპაჩო ათქვეფილი ნაღების და პირშუშხას გუნდებით. თუ იშოვით, ასევე შეგიძლიათ გააფორმოთ მიკრომწვანილით.
ზევიდან მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ მსხვილად დაღერღილი შავი წიწაკა.
გემრიელად მირთვით!