top of page

ვაშლით და ფორთოხლით ფარშირებული ქათამი


გვიახლოვდება შობა, ჰოდა დღეს ნამდვილ საშბაო კერძს მოვამზადებთ.

დაგვჭრდება:

ერთი მოზრდილი დედალი c

500 გ მწვანე ვაშლი

3 ს.კ. კენკრას ჯემი (წითელი მოცხარი ან შტოშიქნება იდეალური)

3 ს.კ. თაფლი

2 ფორთოხალი

პატარა კონა პიტნა

მარილი

წიწაკების მიქსი

ქათამი კარგად გავასუფთავოთ და გავამშრალოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გარედანაც და შიგნიდანაც.

პიტნა წვრილად დავჭრათ, ვაშლს ამოვაცალოთ კურკები და დავჭღათ კუბებად. ერთმანეთს შევურიოთ პიტნა, ვაშლი, კენკრას ჯემი და გამოვტენოთ ქათამი. დავამაგროთ ჩხირებით ან გავკეროთ.

ნახევარი ფორთოხლის წვენი და თაფლი კარგად ავურიოთ დაწავუსვათ ეს მასა ქათამს ყველა მხრიდან.

გადავიტანოთ ქათამი საცხობ ფორმაში, გადავაფაროთ ფოლგა და ვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი საათი-საათნახევარი. ამის შემდეგ, კიდე გადავუსვათ თაფლის სოუსი, მივულაგოთ ირგვლივ თხლად დაჭრილი ფორთოხალი, ვაშლი, პიტნის ფოთლები და გავაგრძელოთ მისი ცხობა უკვე ფოლგის გარეშე კიდე ერთი საათი.

დამდეგ შობას გილოცავთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page