კენკრის სოუსში გამოცხვარი ლორი
ლორი თავისთავად ძალიან გემრიელია, მაგრამ ჩვენ დღეს მას საახაწლოდ გამოვპრანჭავთ, გავალამაზებთ და კიდე უფრო გავაგემრიელებთ!
დაგვჭრდება:
2 კგ ლორის ნაჭერი
4 ს.კ. კენკრის ჯემი (შტოში, მოცხარი, მოცვიც გამოდგება )
2 ს.კ. თაფლი
1 ლიმონის წვენი
მიხაკის ბუეონები
მარილი
წიწაკების მიქსი
კარგად ავურიოთ კენკრის ჯემი, თაფლი და ლიმონის წვენი.
ლორი დავსეროთ ჯერ გრძივად, შემდეგ გასწვრივ, ლამაზი რომებები რომ გამოგვივიდეს. მოვაყაროთ მარილი და წიწაკები, შემდეგ კი კარგად წავუსვათ ჩვენი გამზადებული სოუსი. ალაგ-ალაგ ჩავარჭოთ მიხაკის ბუტონები და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი 40 წუთით.
გამომცხვარი ლორი დავასვენოთ გამორთულ ღუმელში ერთი 15-20 წუთი, შემდეგ კი თხლად დავჭრათ.
გემრიელად მიირთვით!