top of page

ლიმონის ბლანმანჟე მოხარშული მსხლის ჟელეთი


მოხარშული მსხლისთვის დაგვჭირდება:

4 მაგარი მსხალი

500 მლ თეთრი, მსუბუქი ღვინო

200 გ შაქარი

4-5 ბუტონი მიხაკი

2-3 ჩხირი დარიჩინი

1 ლიმონის წვენი და ცედრა

3-4 ცალი კარდამონი

4-5 ცალი ანისულის ვარსკვლავი

ვანილი

1 ჩ.კ. ჟელატინი

ლიმონის ბლანმანჟესთვის:

2 ჩ.კ. ჟელატინი

2 კვერცხის გული

1 ჭიქა შაქარი

400 გ არაჟანი

1 ს.კ. კონიაკი ან რომი

ვანილი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

ჟელატინი ჩავალბოთ 1 ჭიქა წყალში და გავჩეროთ ასე ერთი 20 წუთი.

ლიმონის წვენი, ცედრა, სუნელები, შაქარი და ღვინო ერთად ჩავასხათ ქვაბში. მივიყვანოთ ადუღებამდე, თან კარგად მოვურიოთ, შაქარი რომ გადნეს. მსგახლი გავთალოთ, დავჩხვლიროთ და ჩავალაგოთ ქვაბში. დავუმატოთ ერთი ჭიქა წყალი ისე, რომ სითხე მსხალს სრულად ფარავდეს. დავაფაროთ ქვაბს თავსახური და ვხარშოთ მსხვალი დაახლოებით 30 წუთი,სანამ არ დარბილდება. ამის შემდეგ, ამოვიღოთ მსხალი და გავაგრძელოთ სიროპის ხარშვა მაღალ ცეცხლზე სანამ არ გასქელდება. შემდეგ დავუმატოთ ჟელატინი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ ქურა.

მსხალი გავჭრათ შუაზე, ჩავალაგოთ ფორმაშ, შემდეგ დავასხათ სიროპი და შევდოთ მაცივარში ერთი 4-6 საათით.

ამის შემდეგ ვამზადებთ ლიმონის ბალნმანჟეს: ლიმონს გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. დავუმატოთ წყალი ისე, რომ ერთ წიქამდე შევავსოთ და დავასხათ ეს წვენი ჟელატინს. გადავდოთ 20 წუთით. ამის შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.

კვერცხი, შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ არაჟანი, შემდეგ კონიაკი, ვანილი. გადავწუროთ ჟელატინი თხელ საცერში და დავუმატოთ ამ მასას. კარგად მოვურიოთ და გავანაწილოთ ფორმაში, რომელშიც უკვე გვაქვს გაყინული მსხლის ჟელე. შევდოთ ფორმა ისევ მაცივარში კიდე ერთი 4 საათით.

გამზადებული ჟელე ერთი წუთით ჩავდოთ ცხელ წყალში და გადმოვაბრუნოთ თეფშზე. ასე იოლად გადმოვა და ფორმასაც არ დაკარგავს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page