მწყერი ბეკონით კენკრას და ვისკის სოუსით
ყველაზე საინტერსო და არაჩვეულებრივი რეცეპტები ბოლოსკენ შემოვინახეთ და დღეს კიდე ერთი სადღესასწაულო კერძი უნდა შემოგთავაზოთ. ნახი, ხრაშუნა, უგემრიელესი.
დაგვირდება:
6-8 მწყერი
1 პატარა თავი ხახვი
16-18 ნაჭერი ბეკონი
150 გ კენკრას ჯემი
100 გ კარაქი
150 მლ ვისკი
1 ს.კ. ბეგქონდარა
პატარა კონა ოხრახუში
1 კვერცხი
საფანელი
1 კგ კარტოფილი
2 მწვანე ვაშლი
მარილი
შავი წიწაკა
შაქარი
კენკრას ჯემი, ვისკი, ნახევარი ბეგქონდარა, მარილი და წიწაკა შევურიოთ ერთმანეთს. კარგად წავუსვათ ეს მასა გასუფთავებულ მწყერს, გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ ასე მთელი ღამით მაცივარში.
2-3 ნაჭერი ბეკონი წვრილად დავჭრათ, მოვთუშოთ 20 გრამ კარაქში და შევურიოთ ათქვეფილი კვერცხი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. გამოვუსვათ ეს მასა მწყერს.
გავახვიოთ ბეკონში მწყერი (2 ფირფიტა გადავინახოთ), მოვასხათ მარინადი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით. პერიოდულად მოვასხათ ხოლმე მარინადი.
კარტოფილი მოვწალოთ (ბოლომდე არ მოვხარშოთ), შემდეგ დავჭრათ ლამაზად, მივულაოთ გვერდზე დაჭრილი ვაშლი, წვრილად დაჭრილი გადანახული ბეკონი. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ოდნავ შაქარი, ბეგქონდარა, მოვასხათ ზეითუნის ზეთი ჩავალაგოთ ალაგ-ალაგ კარაქის ნაჭრები და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 10 -15 წუთით.
გამზადებულ მწყერს მივულაგოთ გვერდზე კარტოფილის და ვაშლის გარნირი.
გემრიელად მიირთვით!