ნაღების ბლანმანჟე ფორთოხლის კრემით
დღის ბოლოს უგემრიელეს ფორთოხლის დესერტს გთავაზობთ.
დაგვჭირდება:
3 ფილა თეთრი შოკოლადი
70 გ კარაქი
6 კვერცხი
3 ს.კ. შაქარი
300 მლ 35% ნაღები
ვანილი
1 ს.კ. რომი ან კონიაკი
2 ჩ.კ. ჟელატინი
ფორთოხლის კრემისთვის:
4 კვერცხი
200 გ შაქარი
3 ფორთოხალი
50 გ კარაქი
ვანილი
მოვამზადოთ ფორთოხლის კრემი:
2 კარგად გარეცხილ ფორთოხალს გავაცალოთ ცედრა, დანარჩენიდან გამოვწუროთ წვენი. დავუმატოთ ცედრას და წვენს შაქარი და კარგად მოვურიოთ.
კვერცხი ავთქვიფოთ და დავუმატოთ ფორთოხლის მასას. კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ გადავწუროთ თხელ საცერში , დავუმატოთ კარაქი, ვანილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ მანამ, სანამ არ გასქელდება. გამუდმებით ვურიოთ.
გავაგრილოთ კრემი და შევდოთ მაცივარში.
ამასობაში, ცალკე ჩავალბოთ 2 ჩ.კ. ჟელატინი 100 მლ წყალში. შემდეგ გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე.
კარაქი და შოკოლადი ასავე გავალღვოთ ორთქლზე.
კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, შევურიოთ შაქარი ნელ-ნელა და ვთქვიფოთ ბეზეს კონსისტენციამდე. დავუმატოთ თითო-თითო კვერცხის გული, თან სულ ვთქვიფოთ. შემდეგ შევურიოთ ვანილი, რომი და შოკოლადის მასა და კიდე კარგად ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ შოკოლადის მასას და ფრთხილად მოვურიოთ კოვზით. შევურიოთ ჟელატინი.
ეს მასა ჩავასხათ ფორმებში ისე, რომ ფორმის 2/3 შეივსოს და შევდოთ მაცივარში 3-4 საათით.
შოკოლადის მასა რომ გაიყინება, გავანაწილოთ ზედაპირზე თხელი ფენით ფორთოხლის კრემი და ისევ შევდებთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!