top of page

პანა კოტა შაფრანით და კარამელით


დაგვჭირდება:

800 მლ ნაღები (33%)

200 მლ რძე

100 გ შაქარი

მწიკვი მარილი

1 ს.კ. რომი ან კონიაკი

ვანილი

დანის წვერზე შაფრანი

3 ჩ.კ. ჟელატინი

შაქარი, მარილი ვანილი და შაფრანი შევურიოთ ერთმანეთს და დავუმატოთ ნაღები.

დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ვადუღოთ. დავუმატოთ რომი, დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ასე ერთი 30 წუთი.

ჟელატინი ჩავალბოთ რძეში ერთი 20 წუთით და შემდეგ მივიყვანოთ დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე.

გადავწუროთ ეს მასა ნაღების მასაში, შემდეგ გადავასხათ ფორმებში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.

მოვამზადოთ კარამელი: 75 გ შაქარი და 1-2 გ შაფრანის ექსტაქტი შევურიოთ ერთმანეთს და დავდგათ საშუალო ცეცზლე. როგორც კი შაქარი კარამელიზაციას დაიწყებს, გამოვრთოთ ქურა. ფრთხილად მოვასხათ კარამელი ჩვენ პანა კოტას.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page