top of page

სალათი კრაბით და ავოკადოთი


ჩვენი დღევანდელი სალათი განსაკუთრებით მოეწონებათ ზღვის პროდუქტის მოყვარულებს.

დაგვჭირდება:

სალათი აისბერგის პატარა კონა

1 ავოკადო

200 გ კრაბის ხორცი

12-15 პომიდორი ჩერი

12-15 პატარა ბურთულა მოცარელა

დრესინგისთვის:

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ს.კ. ლიმონის წვენი

1 ს.კ. ბალზამიკო

მარილი

შავი წიწაკა

კრაბის ხორცი მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე, ცოტაოდენ კარაქში, 3-4 წუთი.

სალათის თეფშზე გავანაწილოთ აისბერგის ფოთლები, ზევიდან დავალაგოთ კრაბი, შემდეგ შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი და მოცარელა.

ავიკადოს მოვაცალოთ კანი და დავჭრათ თხლად. კარგად მოვასხათ ლიმონის წვენი, რომ არ გაშავდეს და ავოკადოც დავუმატოთ სალათს.

მოვასხათ სალათს ზეითუნის ზეთი, შემდეგ ბალზამიკო, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page