ფორთოხლის ტრუფელები თეთრი შოკოლადით
თუ თქვენ წელს თქვენი ახლობლების და მეგობრების გაოცება გსურთ, მოამზადეთ ხელნაკეთი კამფეტები ჩვენთან ერთად. ასეთს ვერცერთ მაღაზიაშ ვერშეიძენთ და თვენი საახალწლო ტკბილეულის ნუსხა ყველასგან განსხვავებული და გამორჩეულად გემრიელი იქნება!
დაგვჭრდება:
200 გ კარაქი
1 ფორთოხლის ცედრა
2 ს.კ. მაღალცხიმიანი ნაღები
250 გ თეთრი შოკოლადი
1 ჩ.კ. ფორთოხლის ლიქიორი ან კუანტრო (რომი და კონიაკიც გამოდგება)
100 გ შაქრის პუდრა
შოკოლადი გავალღვოთ ორთქლზე კარაქთან და ცედრასთან ერთად. დავუმატოთ ნაღები და კარგად მოვურიოთ. შემდეგ გადავწუროთ ეს მასა, დავუმატოთ ფორთოხლის ლიქიორი და კიდე კარგად მოვურიოთ. შევდოთ ეს მასა მაცივარში ერთი-ორი საათით.
ამის შემდეგ, გამოვიღოთ და გამოვძერწოთ პატარა ბურთები და ამოვავლოთ შაქრის პუდრაში და შევდოთ კიდე ერთი 20 წუთით მაცივარში.
იგივე პრინციპით შეგვიძლია მოვამზადოთ შავი შოკოლადის ფორთოხლის ტრუფელები.
ამ შემთხვევაში დაგვჭირდება:
150 გ შავი შოკოლადი
150 გ თეთრი შოკოლადი
125 გ კარაქი
50 გ შაქრის პუდრა
1 ფორთოხლის ცედრა
1-2 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი
2-3 ს.კ. კაკაო
ვალღვობთ შოკოლადს ორთქლზე, კარაქს და შაქრის პუდრას ვთვიფავთ ცალკე, შემდეგ კი ვუმატებთ შოკოლადს, ფორთოხლის ცედრას, ლიქიორს და კიდე კარგად ვურევთ.
შევდოთ მაცივარში ერთი-ორი საათით, შემდეგ კი გამოვძერწოთ ტრუფელები და ამოვავლოთ კაკაოში.
შევინახოთ კამფეტები მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!