top of page

შემწვარი ინდაური თაფლის და მდოგვის სოუსით


საშობაო სუფრის მთავარი კერძი, რათქმაუნდა ინდაურის საცივია. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან გვიყვარს შემწვარი ინდაური თაფლით და მდოგვით და დღეს სწორედ ამ კერძს მოვამზადებთ.

დაგვჭირდება:

1 საშუალო ინდაური

150 გ თაფლი

100 გ მდოგვი

2 ს.კ. ძმარი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

კარგად გავრეცხოთ ხორცი და დავჩხვლიტოთ ფრთხილად, მარინადი უკეთ რომ შევიდეს ხორცში.

თაფლი, მდოგვი, ძმარი, ზეთი, მარილი კარგად მოვურიოთ, მოვასხათ ხორცს და ცოტა შევაზილოთ. გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში მთელი ღამით.

ამის შემდეგ გამოვიღოთ ხორცი, გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და გადავაფაროთ ფოლგა. შევდოთ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 10წუთით, შემდეგ კი დავუწიოთ ღუმელს 170-180 გრადუსამდე, კიდე გადავუსვათ მარინადი და გავაგრძელოთ ინდაურის გამოცხობა კიდე ერთი 30-40 წუთი.

გემრიელად მიირთით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page