შემწვარი ქათამი თაფლის, ნივრის და ლიმნის საკმაზით
დაგვჭრდება:
4 ქათმის ბარკალი თავის გადანახსენით
1 თავი ნიორი (3-4 კბილი დავჭყლიტთ, დანარჩენი მთელ-მთელი)
1-2 ღერი მევანე ხახვი
2 ლიმონის ცედრა და წვენი
2-3 ს.კ. თაფლი
1 ს.კ. სოიოს სოუსი
1 ს.კ. ბრინჯის ძმარი
მარილი
წიწაკების მიქსი
თფლში შევურიოთ დაჭყლეტილი ნიორი, დავუმატოთ სოიოს სოუსი, 1ლიმონის წვენი და ცედრა, ბრინჯის ძმარი, მარილი, წიწაკები. კარგად მოვურიოთ და წავუსვათ ქათმის ხორცს ყველა მხრიდან. გადავაკრათ პლასტიკი და გავაჩეროთ ასე ერთი 40 წუთი სიგრილეში.
ამის შმედეგ კარგად გავახუროთ სქელძირიანი ტაფა და შევწვათ ქათამი ორივე მხრიდან ზეთში დაახლოებით 5-5 წუთი, ხოლო დავასრულოთ ქათმის გამოცხობა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში კიდე დაახლოებით 10-15 წუთი. ღუმელში სანამ შევდებთ, ქათამს მივუწყოთ ნივრის ლებნები და დაჭრილი ლიმონი.
შემწვარ ქათამს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი (გამოვიყენოთ მხოლოდ მწვანე ნაწილი) და ცოტაოდენი ლიმონის ცედრა.
გემრიელად მიირთვით!