top of page

საშობაო გურული ღვეზელი


საშობაოდ ძველებური რეცეპტი შემოვინახეთ. გამოვაცოთ გურული საშობაო ღვეზელი- ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით.

ცომისთვის დაგვჭირდება:

3-3,5 ჭიქა ფქვილი

250 გ კარაქი

300 გ მაწონი

200 გ არაჟანი

1 ჩ.კ. მარილი

1 ჩ.კ. სოდა

შოგთავსისთვის:

1 კგ ნაკლებად მარილიანი იმერული ყველი

10 მოხარშული კვერცხი

1კვერცხი თავზე გადასასმელად

ფქვილი და კარაქი ავკეპპოტეთ ერთად, შემდეგ დავუმატოთ მაწონი, არაჟანი, სოდა და მარილი. მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ პლასტიკი და ერთი საათით შევინახოთ მაცივარში.

ყველი გავხეხოთ. კვერცხი კარგად მოვხარშთ, გავფცქვნათ და შუაზე გავჭრათ.

თუ ერთ დიდ ღვეზელს ვაცხობთ, მაშინ ცომი გავყოთ 2 თანაბარ ნაწილად, ერთი გავაბრტყელოთ, ზევიდან ყველი გავანაწილოთ, შემდეგ კი დავალაგოთ თანაბრად შუაზე გაჭრილი კვერცხი. გადავაფაროთ მეორე ფენა ცომი, გადავუსვათ კვერცხის გული და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.

ან გამოვაცხოთ ტრადიციული ნახევარმთვარის ფრომის პატარა ღვეზელები. ამისთვის ცომი გავანაწილოთ 20 თანაბარ ნაწილად, თითოეულში მოვათავსოთ ყველი, დავადოთ ზევიდან მოხარშული კვერცის ნახევარი და შევკრათ, თან მივცეთ ნახევრმთვარეს ფორმა. ზევიდან გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page