top of page

რიზოტო პომიდვრით, ისპანახით და ბაზილიკით


ისპანახით და პომიდვრით შეზავებული მსუბუქი რიზოტო წელიწადის ნებისმიერ დროს შეეფერება. მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენი ორგანიზმი მძიმე სადღესასწაულო კერძებითაა გადატვირტული.

დაგვჭრდება:

500 გ ბრინჯი არბორიო (არბორიო საუკეთესოა რიზოტოსთვის)

500 გ ისპანახი (ნორჩი ფოთლები შეარჩიეთ)

1 პატარა კონა ბაზილიკი (ან, ზმათრის სეზონზე 0,5 ჩ.კ. ხმელი)

2 -3 კბილი ნიორი

1 თავი თეთრი ხახვი

1 მუჭა პომიდორი ჩერი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

30 გ კარაქი

100-150 გ პარმეზანი

100 მლ თეთრი მშრალი ღვინო

მარილი

შავი წიწაკა

სქელძირიან ტაფაში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქში, შემდეგ დავუმატოთ ბრინჯი, კარგად მვურიოთ, რომ ბრინჯმა კარაქი შეიწოვოს და გამჭვირვალე გახდეს. ამის შემდეგ, მოვასხათ ბრინჯს ღვინო (სადილშიც, ისევე, როგორც დასალევად ყოველთვის კარგი ხარისხის ღვინო უნდა გამოვიყენოთ, ცუდი ღვინო არ მოგვცემს საჭირო არომატებს და გემოს), ალკოჰოლი რომ დაშრება, დავუმატოთ ცოტაოდენი მდუღარე წყალი (შეგიძიათ ქათმის ბულიონიც გამოიყენოთ, კიდე უფრო მდიდარ გემოს მივიღებთ, მაგრამ ჩვენ დღეს ვეგეტარიანულ ვარიანთ ვამზადებთ), კარგად მოვურიოთ და რომ დაშრება, ისევ დავუმატოთ მდუღარე წყალი ან ბულიონი. ამ პრინციპით ვამზადებთ ზოგადად რიზოტოს- ვუმატებთ თითო ჩამჩა მდუღარე წყალს და გამუდმებით ვურევთ.

პარალელურად, გავახუროტ მეორე ტაფა, დავასხათ ზეთი, დავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი, როგორც კი ოდნავ გავარდისფრდება და გამოუშვებს არომატებს, დავამატოთ ისპანახი, კანგაცლილი ორად გაჭრილი პომიდორი ჩერი და ბაზილიკი. ოდნავ მოვთუშთ, მაგრამ არ ჩავხარშოთ, ცოტა ნედლი უნდა დარჩეს.

რიზოტო გავსინჯოთ, არ ჩაიხარშოს, უნდა იყოს ალ დენტე, როგორც პასტა, გვხვდებოდეს კბილზე. დავუმატოთ გამზადებულრიზოტოს ისპანახის მასა, მარილი, წიწაკა და კარგად ამოვურიოთ. გამოვრთოთ ქურა და მოვაყაროთ პარმეზანი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page