top of page

ტირამისუ-კანაპე


ფართის მოწყობა თუ გადაწყვიტეთ, ტირამისუს კანაპე იდეალური დესერტი იქნება.

დაგვჭირდება: 500 გრ მასკარპონე 6 კვრცხი 150 გრ შაქრის პუდრა 250 მლ ესპრესო 3 ს.კ. რომი ან კონიაკი 300-400 გრ იტალიური ორცხობილა სავოიარდი შოკოლადის ბურთულები გასაფორმებლად

კვერხის გული და პუდრა გათეთრებამდე ავთქვიფოთ, დავუმატოთ მასკარპონე და ფრთხილად გადავურიოთ ხის კოვზით. ცალე ავთქვიფოთ ძალიან მაგრად ცილა (შეგვიძლია მწიკვი მარილი დავუმატოთ ათქვეფის დროს) და ესეც ფრთხილად გადავურიოთ გულებიან მასას. ყავას დავუმატოთ რომი.

სავოიარდი დავნამოთ ყავით, მაგრამ ზედმეტად არ დავასველოთ. ნახევარს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ზევიდან მეორე ნახევარი, შემდეგ ისევ კრემი გადავუსვათ და გავაფორმოთ შოკოლადის მარცვლებით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page