სტარტერი, აპეტაიზერი, ანტიპასტო
ძველით ახალი წლისთვის მოვამაზადოთ გემრიელი აპეტაიზერები, კარგი ღვინოები და სხვა საინტერესო სასმელი მოვიმარაგოთ. მეგობრებთან ერთად მოვაწყოთ ფართი და შევხვდეთ ძველით ახალ წელს მარტივი და გემრიელი კანაპეებით!
დაგვჭირდება:
თხლად დაჭრილი შემწვარი ინდაურის ან ქათმის თეთრი ხორცი
თხლად დაჭრილი ლორი
თხლად დაჭრილი ძეხვი სალიამი
შემწვარი სამეფო კრევეტები
თხლად დაჭრილი გამოყვანილი ორაგული
თხლად დაჭრილი ტკბილი ბულგარული წიწაკა
თხლად დაჭრილი კიტრი
შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი
ლეღვის ჩირი
ლიმონი
პიტნის, კამის და ოხრახუშის ფოთლები
კრემფრეში ან ნადუღი
კრემჩიზი
მოცარელას ბურთულები
კუბებად დაჭრილი ყველი გაუდა ან ემენტალი
მწვანე და შავი ზეთისხილი (სხვადასხვა შიგთავსით)
პატარა მრგვალი ორცხობილები
ხის ჩხირები
ინდრედიენტების რაოდენობა სტუმრების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრეთ და ააწყეთ თქვეი გემოვნებით კანაპეები. გაითვალისწინეთ, რომ თევზი და კრევეტი კარგად ეხამება ციტრუსებს.თევზის კანაპე კრემფრეშით დაფარულ ორცხობილებზე ააწყეთ, ხოლო კრევეტები კიტრთან დააწყვილეთ. იდეალური შეხამებაა პომიდორი და მოცარელა, ასევე, ძალიან კარგად გრძნობენ თავს ერთად ლორი და გაუდა ან ემენტალი. ნუ შეშინდებით, თამამად შეურიეთ ინგრედიენტები და ააწყეთ თქვენი კანაპე. შემდეგ კი დაალაგეთ ლამაზად მოზრდილ თეფშზე ან დაფაზე და ისიამოვნეთ!
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!