top of page

თაფლის ნამცხვარი ფორთოხლით და ნუშით


თაფლის, ფორთოხლის და სუნელების არომატები ასე უხდება ცივი ზამთრის დღეებს! ჰოდა, საშობაოდ გადავწყვიტეთ ისევ ავავსოთ სახლი ამ არაჩვეულებრივი სურნელით და ეს მარტივი, მაგრამ ძალიან არომატული და გემრიელი ნამცხვარი გამოვაცხოთ.

დაგვჭირდება:

200 გ ფქვილი

1 ჩ.კ. სოდა

50 გ შაქარი

მწიკვი მარილი

1 ს.კ. ფორთოხლის ცედრა

100 მლ რძე

100 გ კარაქი

1 კვერცხი

200 გ თაფლი

1 ჩ.კ. დარიჩინი

1 ჩ.კ. კარდამონი

1 ჩ.კ. მიხაკი

0,5 ჩ.კ. მუსკატი

0,5 ჩ.კ. ვარდისფერი წიწაკა

100 გ ნუშის ფანტელი

ფქვილში შევურიოთ სოდა, მარილი და სუნელები.

ცალკე ჭურჭელში შევათბოთ რძე და შევურიოთ თაფლს და შაქარს. მოვურიოთ კარგად, ყველაფერი რომ გაიხსნას, შემდეგ დავუმატოთ კარაქი. როცა კარაქიც გალღვება, შევურიოთ ფორთოხლის ცედრა, შემდეგ ათქვეფილი კვერცხი,კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ ფქვილი და სუნელები. ყველაფერს ერთად კარაგ მოვურიოთ.

გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. როცა ნამცხვრის ზედაპირი გამყარდება, მოვაყაროთ ნუშის ფანტელი და გავაგრძელოთ ცხობა.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page