top of page

კარტოფილის მაჭკატები


მოვამზადოთ კარტოფილის მაჭკატები -ძალიან გემრიელი და ნოყიერი საუზმე.

დაგვჭირდება:

5-6 კარტოფილი

6 თხელი ნაჭერი ბეკონი

2 კვერცხი

1 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

პატარა კონა ოხარხუში

დანის წვერზე- ხმელი ბაზილიკი (ზაფხულში ცოცხალით შევცვლით)

100 გ ყველი (სულგუნი, პარმეზანი ან ჰოლანდიური ყველი, თქვენი გემოვნებით)

25 გრ კარაქი 3-4 ს.კ. ფქვილი პატარა კონა მწვანე ხახვი მარილი

შავი წიწაკა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ ბეკონთან ერთად ცოტა კარაქში.

კარტოფილი მოვხარშოთ, დავსრისოთ და დავამატოთ მარილი და წიწაკა (ან წინა დღეს მორჩენილი კარტოფილის პიურე გამოვიყენოთ). ცოტა რომ შეგრილდება, დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხი, გახეხილი ყველი, მოთუშული ხახვი და ბეკონი, დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ოხარხუში და ბაზილიკი. მოვაყაროთ 1-2 ს.კ. ფქვილი და კარგად მოვურიოთ.

ტაფა გავახუროთ, მოვასხათ ზეთი, დავამატოთ კარაქი. გამოვძერწოთ მაჭკატები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ორივე მხრიდან. მოვაყაროთ ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page