top of page

მარინარა-სოუსი

მარინარა ( იტალიურად Marinara) - იტალიელი მეზღვაურების მიერ XVI საუკუნეში შექმნილი სოუსია, რომელიც პომიდვრის, ნივრის, ბაზილიკის, ორეგანოს და წითელი წიწაკის საფუძველზე მზადდება. პომიდორში სიმჟავის მაღალი კონცენტრაციის გამო, სოუსი დიდხანს ინარჩუნებდა გემოვნურ თვისებებს და არ ფუჭდებოდა, რაც ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

სოუსს ასევე შესაძლებელია სხვა საკმაზი და ბოსტნეულიც დაემატოს, მაგრამ ეს 5 კომპონენტი აუცილებელია.

მარინარას დღესაც ფართოდ გამოიყენებენ იტალიურ სამზარეულოში. ის იდეალურად ეხამება პასტას, რიზოტოს, პიცას, ზღვისპროდუქტს და სხვა პროდუქტებს. ასევე, ამ ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება ამერიკულ სამზარეულოშიც.

ჩვენ დღეს კლასიკურ მარინარას ვამზადებთ.

დაგვჭირდება:

1 კგ მწიფე პომიდორი (ზამთარში ქილის პომიდორიც შეგვიძლია გამოვიყენოთ)

1 ჩ.კ. შაქარი

3 კბილი ნიორი

50 მლ წითელი მშრალი ღვინო

პატარა კონა ორეგანო (ან დანის წვერზე ხემლი)

პატარა კონა ბაზილიკი(ან დანის წვერზე ხემლი)

ნახევარი ლიმონის წვენი

მარილი

წითელი წიწაკა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

პომიდორს გავაცალოთ კანი. ნიორი წვრილად დავჭრათ და ოდნავ მოვთუშთ ზეთში. დავუმატოთ წიწაკა, შემდეგ დაჭრილი პომიდორი. რომ წამოდუღდება, დავუმატოთ სუნელები, ღვინო, შაქარი და ვხარშოთ ერთი 25 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დავაბლენდეროთ, დავუმატოთ მარილი და ლიმონის წვენი და გამოვრთოთ ქურა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page