top of page

სპაგეტი მითბოლებით მარინარას სოუსში


სპაგეტი და მითბოლები მარინარას სოუსში- მარტივი და გემრიელი ვახშამი მთელი ოჯახისთვის.

დაგვჭრდება:

500 გ სპაგეტი

600 გ საქონლის ხორცის ფარში

1 კვერცხი

2 ნაჭერი თეთრი პურის გული

პატარა კონა ოხრახუში

100 მლ რძე

150-200 გ საფანელი

100 გ მოცარელა

150 გ პარმეზანი

მარილი

შავი წიწაკა

2 ს.კ. ზეთი

20 გ კარაქი

ფარშს დავუმატოთ კვერცხი, გახეხილი მოცარელა, წვრილად დაჭრილი ოხარხუში და წინასწარ რძეში დამბალი და გაწურული პურის გული. დავუმატოთ მარილი და შავი წიწაკა, კარგად მოვურიოთ და გამოვძერწოთ პატარა ბურთულები. ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთში და კარაქში ყველა მხრიდან.

ამის შემდეგ მოვასხათ მითბოლებს მარინარა სოუსი და ვადუღოთ ერთად 1-2 წუთი.

მოვხარშოთ პასტა ალ დენტე, გადავწუროთ და გავანაწილოთ თფშებზე. ზევიდან მოვასხათ სოუსი მარინარა, დავალაგოთ მითბოლები და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page