სახლში გამომცხვარ დონატებს ვერცერთი ბრენდირებული ვერ შეედრება! მით უმეტეს, თუ მათ ასეთი გემრიელი შიგთავსით შევავსებთ.
დღეს ყველა პატარა და დიდი დესერტის მოყვარულისთვის უგემრიელეს ტირამისუ-დონატებს ვამზადებთ.
ცომისთვის დაგვჭირდება:
150 მლ რძე
2 ს.კ. წყალი
1 ს.კ. შაქარი
2 სავსე ჩ.კ. საფუარი
2 კვერცხი+1 კვერცხის გული
1 ს.კ. ხსნადი ყავა
2,5 ჭიქა ფქვილი
კრემისთვის დაგვჭირდება:
1 ჭიქა შაქრის პუდრა
300 გ კრემჩიზი
250 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
50 მლ ოთახის ტემპერატურის ყავა ესპრესო
1 ჩ.კ. ვანილის ექსტარქტი
ცალკე: თითო ს.კ. შაქრის პუდრა და კაკაო
ნელ-თბილი რძე და წყალი შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ შაქარი, საფუარი და კარაგდა მოვურიოთ. დავტოვოთ ერთი 20 წუთით, საფუარი რომ ამუშავდეს.
ამის შემდეგ, დავუმატოთ კვერცხი, ყავა და კარაგად მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ფქვილი, კარგად მოვზილოთ ცომი და გადავდოთ ერთი-ორი საათით ამოსაფუებლად თბილ ადგილში.
ამოფუებული ცომი გავაბრტყელოთ 1,5-2 სმ სისქის ფენად და გამოვჭრათ მრგვალი ფუნთუშები. გავაჩეროთ ეს ფუნთუშები კიდე ერთი 15-20 წუთით ამოსაფუებლად, შემდეგ კი მოვხარშოთ მდუღარე ზეთში, ღრმა ტაფაზე. თითო მხიდან წუთზე ნაკლები დასჭირდება.
გამომცხვარი დონატები დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, ზედმეტი ზეთისგან რომ დაიწრიტონ.
ჩვენ კი ამასობაში კრემის მომზადებას შევუდგეთ: შაქრის პუდრა და კრემჩიზი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ესპრესო, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ.
ცალკე ცივ ჭურჭელში ავთქვიფოთ ნაღები და ფრთხილად შევურიოთ კრემს.
შემდეგ გადავიტანოთ გამზადებული კრემი კულინარიულ შპრიცში და გამოვტენოთ ჩვენი დონატები.