top of page

თაფლით გლაზირებული ორაგული ციტრუსის და ავიკადოს სალსათი


საოცრად გემრიელი და მსუბუქი კერძი, ასევე დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას. მით უმეტეს, ამდენი კალორიული საკვების გვერდზე გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

დაგვჭირდება:

4 ნაჭერი ორაგულის სტეიკი

1 კბილი ნიორი

1 მწიფე ავოკადო

2 ფორთოხალი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

1 წითელი ხავი

პატარა კონა ქინძი

8 ს.კ. თაფლი

მარილი

შავი წიწაკა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ავოკადო და ფორთოხალი დავჭრათ მომცრო კუბებად, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, ქინძი, ლიმონის ცედრა და წვენი, მარილი, წიწაკა და 1 კოვზი ზეითუნის ზეთი.

ორაგულის სტეკს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, წავუსვათ თაფლი და შევწვათ ზეთიან ტაფა-გრილზე ორივე მხრიდან.

გადავიტანოთ ორაგულის სტეიკი თეფშზე და ზევიდან გავანაწილოთ ავოკადოს და ციტრუსის სალსა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page