გოგრის და ჭარხლის სალათი
დღეს ძალიან საინტერესო დ აგემრიელ სალათს მოვამზადებთ. ამავე დროს, ძალიან მსუბუქს და სასარგებლოს.
დაგვჭირდება:
500 გ ჭარხალი
500 გ გოგრა
ერთი კონა რუკოლა
1 თავი წითელი ხახვი
1 ფორთოხალი
2-3 ღერი ბეგქონდარა
50 გ გოგრის თესლი
100 გ ფეტა, ან სხვა ყველი, თქვენი გემოვნებით
1-2 ს.კ. ბალზამიკო
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
წიწაკების მიქსი
გოგრა დავჭღათ კუბებად, მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, ბეგქონდარა, გადავახვიოთ ფოლგაშ და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთი.
ჭარხალი მოვხარშოთ, მაგრამ არ ჩავხარშოთ. შემდეგ გავაგრილოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ თხლად.
გოგრის თესლი მოვხალოთ ტაფაზე ცოტაოდენ მარილთან ერთად.
ნახევარი ფორთოხალი გავარჩიოთ და დავანაწევროთ, მეორე ნახევარს გამოვწუროთ წვენი
ბოსტნეული მოვათავსოთ ერთად, დავუმატოთ რუკოლა, ფორთოხალი, მოვაყაროთ გოგრის თესლი და ფეტა.
ფორთოხლის წვენს დავუმატოთ ბალზამიკო და ზეთი, მარილი, წიწაკები, კარგად ავთქვიფოთ და მოვასხათ დრესინგი ჩვენ სალათს.
გემრიელად მიირთვით!