top of page

ხორცის ცხარე წვნიანი აზიურ მოტივებზე


ცივ ამინდში ნოყიერ წვნიანზე უკეთესი არაფერია. დღეს ხორცის ცხარე წუპს ვამზადებთ ნივრით, ჯინჯერითდა წიწაკებით. მარტივად და გემრიელად!

დაგვჭრდება:

1 კგ საქონლის ხორცი

1-2თავი ხახვი

0,5 ჭიქა ლობიო

1 თავი ნიორი

1 პატარა ქილა კანგაცლილი პომიდორი თავის წვენში

3-4 დაფნის ფოთოლი

ჯინჯერის ფესვი (დაახლოებით 5 სმ ნაჭერი)

1 პატარა კონა მწვანე ხახვი

1 პატარა კონა ქინძი

ნახევარი ფორთოხლის ცედრა

100 მლ სოიოს სოუსი

150-200 გ პასტა (ლაპშა, სპაგეტი ან რომელიმე სხვა) 2-3 ცხარე წითელი და მწვანე წიწაკა

1 ს.კ. შაქარი

3 ს.კ. სიმინდის ზეთი

2 ანისულის ვარსკვლავი (სურვილისამებრ)

50 მლ ჰოისინის სოუსი

ხორცი კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და მოვხარშოთ..

სანამ ხორცი იხარშება, მოვხარშოთ ლობიო, გადავწუროთ წყალი.

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ დაჭყლეტინი ნიორი, თხლად დაჭრილი ჯინჯერი, დაფნის ფოთოლი. კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ ხორცი. 1-2 წუთი ვთუშოთ ერთად, შემდეგ დავუმატოთ ლობიო, პომიდრი, წვრილად დარჭილი წიწაკა, ანისულის ვარსკვლავი, სოისო სოუსი, ჰოისინი, შაქარი, ფორთოხლის ცედრა და რომ წამოდუღდება, შევავსოთ წყლით. სუპი რომ ადუღდება, დავუმატოთ პასტა. ვადუღოთ, სანამ პასტა არ მომზადდება და გამოვრთოთ ქურა. ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხავი და ქინძი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page