ნივრიან კარაქში მოთუშული სტაფილო
უმარტივესი და თან უგემრიელესი გარნირი, გნებავთ დამოუკიდებელი კერძი.
დაგვჭირდება:
1 კგ სტაფილო
4-5 კბილი ნიორი
1 პატარა კონა ოხრახუში
მარილი
შავი წიწაკა
30 გ კარქი
სტაპილო კარგად გვარეცხოთ და გავაცალოთ კანი. დავჭრათ მსხვილად და მოვწალოთ ერთი 5 წუთი. გადავწუროთ.
ამის შემდეგ, ტაფაზე გავალღვოთ კარაქი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და ჩავყაროთ სტაფილო. დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ რამდენიმე წუთი, თან ხშირად ამოვურიოთ ხოლმე.
გამოვრთოთ ქურა, მოვაყაროთ მსხვილი ზღვის მარილი და წვრილად დაჭრილი ოხარხუში.
გემრიელად მიირთვით!