დორადა ზეთისხილით და ლიმონით
გემოების ასეთი შეხამება ყველაზე დახვეწილ გურმესაც მოეწონება. ეს უგემრიელესი კერძი ამასთან ერთად ძალიან მსუბუქიცაა.
დაგვჭირდება:
1 კგ დორადა
პატარა კონა კამა
3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ლიმონი
1 ლაიმი
200-250 გ უკურკო შავი ზეთისხილი
მარილი
შავი წიწაკა
დაჭრილ კამას შევურიოთ ლიმონის ცედრა და წვენი. ცეცხლგამძლე ფორმას მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი, შემდეგ დავდოთ კამის ფენა, ზევიდან ზეთისხილის ფენა დავალაგოთ.
თევზი კარგად გავრეცხოთ და გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, მოვასხათ ლიმონის და ლაიმის წვენი. შემდეგ თავზი დავადოთ ზეთისხილის ფენას და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებიტ 25-20 წუთით.
ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი მწვანილით,ლიმნის ცედრით და ზეთისხილით შემოვინახოთ და ბოლოს ზევიდან მოვასხათ გამომცხვარ თევზს.
გემრიელად მიირთვით!