top of page

ვაშლის ნამცხვარი კარამელით და ნიგვზით

საოცარი შეხამებაა ვაშლი, ნიგოზი და კარამელი. ჰოდა, დღეს გამოვაცხობთ ვაშლის ნამცხვარს, ძალიან გემრიელს და არომატულს.

დაგვჭირდება:

2 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

100 გ კარაქი

100 მლ ზეითუნის ან სიმინდის ზეთი

მწიკვი მარილი

0,5 ჩ.კ. სოდა, გახსნილი 2 ს.კ. ლიმონის წვენში

ვანილი

1,5 ჭიქა ფქვილი

150 გ პეკანი ან ნიგოზი

2 -3 ვაშლი

1 ჩ.კ. დარიჩინი (სურვილისამებრ)

კარამელისთვის:

60 გ კარაქი

0,5 ჭიქა ყავისფერი შაქარი

50 მლ რძე

კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოტ დამდნარი კარაქი, ავთქვიფოთ, დავუმატოთ ზეთი. შემდეგ ვუმატებთ ვანილს, მარილს, სოდას ლიმნის წვენით და ფქვილს. კარგად მოვურიოთ.

ნიგოზი მსხვილად დავჭრათ ან დავტეხოთ, შემდეგ ოდნავ მოვხალოთ.

ვაშლი გავთალოთ, ამოვაცალოთ გული და დავჭრათ მომცრო კუბებად. მოვაყაროთ დარიჩინი და კარგად მოვურიოთ.

ვაშლი და ნიგოზი ფრთხილად შევურიოთ ცომს.

მოვამზადოთ საცხობი ფორმა. კარგად წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ფქვილი და დავფერთხოთ. გადავიტანოთ ცომი ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებიტ 30-40 წუთის განმავლობაში.

ამასობაში, მოვამზადოთ კარამელის მინანქარი: შაქარი ჩავყაროთ პატარა სქელძირიან ღრმა ტაფაში და დავადგათ საშუალო ცეცხლზე. დაველოდოთ, სანამ შაქარი არ გადნება და არავითარ შემთხვევაში არ მოვურიოთ, თორე კარამელი არ გამოვა.

როგორც კი შაქარი გადნება,მოვუმატოთ ცეცხლს მაქსიმუმამდე და დაველოდოთ, სანამ მასა არ გაოქროსფერდება. ძალიანაც არ უნდა გავამუქოთ, ლამაზი ქარვისფერი გვჭრდება, თორე კარამელი გამწარდება.

როგორც კი კრაამელი გაოქროსფერდება, გამოვრთოთ ქურა და დავუმატოთ შემთბარი რძე. კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ კარაქი. ვურევთ, სანამ კარაქი არ გადნება სრულად. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი პრიალა მინანქარი.

გამომცხვარი ცხელი ნამცხვარი დავჩხვლიტოთ ხის ჩხირით და მოვასხათ კარამელი. კარგად გავჟღინთოთ ნამცხვარი კარამელით, დანარჩენი კი ზევიდან მოვასხათ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page