top of page

ყვავილოვანი კომბოსტოს ქრემ-სუპი ქეშიუს თხილით


ზამთარი ის დროა, როცა წვნიანები განსაკუთრებუთრ აქტუალური ხდება. დღეს მოვამზადებთ ძალიან გემრიელ, სასარგებლო და არომატულ ვეგეტარიულ წვნიანს.

დაგვჭრდება:

1 მოზრდილი თავი ყავყილოვანი კომბოსტო

3-4 კბილი ნიორი

1-2 თავი ხახვი

პატარა კონა ოხრახუში

პატარა კონა ქინძი

250 მლ ქოქოსის რძე (თუ ვერ იშოვით, ნაღებით შეცვალეთ, თუმცა ეს წვნიანი აზიური არომატებითაა გაჟღენთილი და ქოქოსის რძე უფრო მოუხდება)

1 ჩ.კ. კურკუმა

1 ჩ.კ. ძირა

მარილი

წიწაკების მიქსი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 ს.კ. თხილი ქეშიუ

სქელძირიან ქავბში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავუმატოთ ნიორი, კურკუმა, ძირა და კარგად მოვურიოთ.

ამის შემდეგ, დავუმატოთ დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო, დავასხათ 1ლ. წყალი და მივიყვანოთ ადუღებმადე. ვხარშოთ ერთი 10 წუთი, შემდეგ დავუმატოთ ქოქოსის რძე და ისევ მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ვადუღოთ. გამოვრთოთ ქურა და დავაბლენდეროთ ჩვენი წვნიანი. დავუმატოთ მარილი,

კარგად მოვურიოთ და გადავიტანოთ პორციულ თეფშებზე.

ზევიდან ყველა ულუფას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, წიწაკების მიქსი და ქეშიუ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page