ველური ბრინჯის და სოკოს სალათი
ბრინჯი, რომელსაც დღეს მოვამზადებთ, დამოუკიდებლადაც კარგია და გარნირადაც მშვენივრად გამოდგება ქათმის ან სხვა ხორცის კერშძებთან.
დაგვჭრდება:
100 გ ველური ბრინჯი (ან სხვადასვხა ბრინჯის ნაკრები)
1 თავი ხახვი
1 სტაფილო
200 გ შამპინიონი
1-2 კბილი ნიორი
წიწაკების მიქსი
მარილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2-3 ღერი ოხრახუში
ბრინჯი მოვხარშოთ (არ უნდა ჩაიხარშოს) და გადავწუროთ.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, მოვთუშოთ. შემდეგ დავუმატოთ თხლად დაჭრილი შამპინიონი. რომ მომზადდება, სავამატოთ ნიორი, მარილი და წიწაკები. კარგად მოვურიოთ და ჩავამატოთ ბრინჯი. ყველაფერს ერთად კიდე ერთხელ მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხარხუში და კიდე კარგად მოვურიოთ.
გემრიელად მიირთვით!