ღუმელში გამომცხვარი ღორის ხორცი კარტოფილით და ბულგარული წიწაკით
- 2 февр. 2017 г.
- 1 мин. чтения

ზამთრის ცივ დღეებში ხორცი და კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საკვებია. ღორის ხორცი იმის გარდა, რომ ძალიან გემრიელია, კარგი ანტიდეპრესანტიცაა. ამიტომ, ზამითრის მოღუშულ სღეებში ეს ხორცი უბრალოდ შეუცვლელია.
დღეს მოვამზადებთ ხორცს მარტივად და გემრიელად, კარტოფილთან და ბულგარულ წიწაკებთან ერთად.
დაგვჭრდება:
700-800 გ ღორის ხორცი
6-7 საშუალო ზომის კარტოფილი
1-2 თავი ხახვი
1 წითელი ბულგარული წიწაკა
1 ყვითელი ბულგარული წიწაკა
5-6 კბილი ნიორი
0,5 ჩ.კ. ქონდარი
1-2 დაფნის ფოთოლი
5-6 მუხუდო სურნელოვანი წიწაკა
მარილი
შავი წიწაკა
ხორცი კარგად გავრეცხოთ, დავასხათ წყალი, დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი მუხუდო, ქონდარი და მოვხარშოთ. გავაგრილოთ მოხარშული ხორცი და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ქონი მოვაცალოთ და ცალკე წვრილად დავჭრათ.
კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ საშულო ზომის ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ თხლად, ბულგარული წიწაკები დავჭრათ მსხვილად, ნიორი დავჭყლიტოთ.
ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩავდოთ ქონი, შემოვდგათ ცეცხლზე და გავალღვოთ, შემდეგ კი დავუმატოთ ხახვი და ცოტა მოვთუშოთ. ამის შემდეგ, დავუმატოთ კარტოფილი და ბულგარული. ისინიც მოვთუშოთ ერთი 10 წუთი. დავუმატოთ ნიორი, ხორცი, მოვასხათ ცოტაოდენი წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ მარილი და წიწაკა, შევდოთ 180 გრადუსმდე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ კიდე ერთი 30-40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!


Комментарии