ხაჭოს პუდინგი ქიშმიშით
ბავშვების უმრავლესობა ხაჭოს მაინც და მაინც დიდი სიამოვნებით არ მიირთმევს. ამავე დროს, ყველამ ვიცით როგორი სასაეგებლოა ხაჭო. ამიტომ დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოვამზადოთ პუდინგი და ვფიქრობთ, რომ ის ყველაზე ჭირვეულ ბავშვებსაც კი მოეწონება, რომ არაფერი ვთქვათ მათ მშობლებზე.
დაგვჭირდება:
1 კგ ხაჭო
5 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
200 გ არაჟანი
5 ს.კ. ფქვილი
1 ლიმონის ცედრა და წვენი
0,5 ჩ.კ. სოდა
ვანილი
100-150 გ ქიშმიში
2 ს.კ. რომი ან კონიაკი
ქიშმიში კარგად გავრეცხოთ და წინასწარ ჩავალბოთ რომში ან კონიაკში. ასე ის განსაკუთრებულ არომატს შეიძენს.
ხაჭო და არაჟანი ავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქარი, კარად გავთქვიტოთ, შემდეგ დავუმატოთ კვერცხი, ვანილი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, ცედრა და ფქვილი. კარგად ავთქვიფოთ და დავუმატოთ ქიშმიში. მოვურიოთ.
საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, გადავიტანოთ ხაჭოს მასა ფორმაში და გამოვაცხოთ ერთი 30-40 წუთი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!