ლიმონის ტარტი შვეიცარული მერენგით
ფრანგული ლიმონის ტარტი ჩვენ უკვე მოვამზადეთ. დღეს გავაკეთებთ იტალიურ მერენგას და მოვრთავთ ჩვენ ტარტს თეთრი ქუდით. ეს მას კიდე უფრო გააგემრიელებს და გაალამაზებს.
ზოგადად, იტალიური მერენგა ბევრ სხვა ნამცხვარსაც უხდება, მაგალითად პატარა პორციული ნამცხვრების, ტორტების და ქაფქეიქების მოსართავად.
ასეთი კრემი კარგად ინარჩუნებს ფორმას და ტექსტურას. მთავარია მისი მაცივარში შენახვა არ დაგვავიწყდეს.
დაგვჭირდება:
2 კვერცის ცილა
170 გ შაქარი (წვრილი საკონდიტრო შაქარი უმჯობესია)
2 ს.კ. წყალი
რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი
3 ს.კ. სიმინდის სიროპი (თუ ვერ იშოვით, ჩვეულებრივი შაქრის სიროპით შეცვალეთ)
კვერცხის ცილა, შაქარი, ლიმონის წვენი, სიროპი და წყალი შევურიოთ ერთმანეთს და დავდგათ ორთქლზე. დავიწყოთ თქვეფა მიქსერით, დაბალ სიჩქარეზე. შაქარი სულად რომ გადნება, სიჩქარე მოვუმატოთ მაქსიმუმამდ ედა ვთქვიფოთ კიდე ერთი 5 წუთი. ამასობაში მასა უნდა გასამმაგდეს და გამკვრივდეს. თუ მასა კარგად ინარჩუნებს ფორმას, ჩვენი მერენგა მზადაა. გადმოვდგათ ორთქლიდან და ვთქვიფოთ კიდე ერთი-ორი წუთი, შემდეგ კი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და მოვრთოთ ჩვენი ტარტი. თუ ზევიდან ოქროსფერი ტალღების მიღება გვსურს, მაშინ გამზადებულ ტარტს ზევიდან უნდა მოვავლოთ ცეცხლი სპეციალური გაზის ხელსაწყოთი.
გემრიელად მიირთვით!
P.S. შაქრის სიროპის მოსამზადებლად უნდა შევურიოთ 1 ჭიქა შაქარი და 60 მლ წყალი. ვადუღოთ ერთი 10 წუთი საშუალო ცეცხლზე და გავაგრილოთ. სიროპი მზადაა.