პასტა ალა ბოლონეზე
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ტრადიციულად, ბოლონეზეს ამაზდებენ პასტა ტალიატელე ან პაპარდელესთან ერთად. ჰოდა ვახშამზე სწორედ ტალიატელე ალა ბოლონეზე გვექნება.
დაგვჭირდება:
500 გ პასტა ტაილატელე
150 გ გახეხილი პარმეზანი
100 გრ იტალიური ბეკონი პანჩეტა 800 გრ პომიდორი ქილაში (გაფცქვნილი პომიდორი საკუთარ წვენში) 500-600 გრ საქონლის ხორცის ფარში (შეგიძლიათ შერეული ფარშიც გამოიყენოთ) 2 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო 8 ს.კ. ზეითუნის ზეთი 1 ხახვი 1 სტაფილო პატარა კონა ნიახური ან 1 ნიახურის ძირი 2 კბილი ნიორი
მუსკატი- დანის წვერზე მარილი, წიწაკა-თქვენი გემოვნებით
პატარა კონა ოხრახუში
მოვამზადოთ რაგუ-ბოლონეზე: მაღალპირიან, სქელძირიან ტაფაში გავახუროთ ზეითუნის ზეთი, ჩავდოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1-2 წუთში დავუმატოთ დაჭრილი ნიახური ძირი, კიდე 2 წუთში-წვრილად დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო.
ცალკე ტაფაზე გავახუროთ ზეთი და მოვბრაწოთ ფარში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ბეკონი, ცოტა ხანში აქვე დავუმატოთ ჩვენი სოფრიტო და ვთუშოთ ერთი-ორი წუთი. დავუმატოთ ღვინო, ვთუშოთ კიდე 10 წუთი და ბოლოს დავუმატოთ ჩვენ სოუსს წვრილად დაკეპილი ნიორი და პომიდოროი წვენთან ერთად.
სოუსი დაბალ ცეცხლზე კიდე მინიმუმ 40 წუთი (უმჯობისი კი 1,5-2 საათი) უნდა ვთუშოთ. სოუსი ოდნავ უნდა დუღდეს, წვენი თუ დაშრა, ცოტა ბულიონი ან წყალი ჩავამატოთ ხოლმე.
ბოლოს დავამატოთ მარილი და წიწაკა. აქვე, წვრილად დაჭრილი ოხრახუში. სურვილისამებრ, შეგვიძლია დავამატოთ ბაზილიკი და ორეგანოც.
ბოლონეზეს სოუსი თითქმისრომ მომზადდება, მოვხარშოთ პასტა ალ დენტე. გადმოვიტანოთ თეფშზე, მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი. დაიმახსოვრეთ, პარმეზანი ზედმეტი არ არსებობს!
გემრიელად მიირთვით!