სოუსი ბოლონეზე
სოუსი ბოლონეზე, რომელსაც მშობლიურ ბოლონიაში რაგუ ალა ბოლონეზეს (Ragu alla bolognese) უწოდებენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარილი სოუსი-რაგუა.
ტრადიციულად, ბოლონეზეს ამაზდებენ პასტა ტალიატელე ან პაპარდელესთან ერთად. ასევე, იდეალურია ბოლონეზე ლაზანიას მოსამზადებლად.
დაგვჭირდება:
100 გრ იტალიური ბეკონი პანჩეტა 800 გრ პომიდორი ქილაში (გაფცქვნილი პომიდორი საკუთარ წვენში) 500-600 გრ საქონლის ხორცის ფარში (შეგიძლიათ შერეული ფარშიც გამოიყენოთ) 2 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო 8 ს.კ. ზეითუნის ზეთი 1 ხახვი 1 სტაფილო 1 ნიახურის ძირი (ან 3-4 ღერი) 2 კბილი ნიორი
მუსკატი- დანის წვერზე მარილი, წიწაკა-თქვენი გემოვნებით
მაღალპირიან, სქელძირიან ტაფაში გავახუროთ ზეითუნის ზეთი, ჩავდოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1-2 წუთში დავუმატოთ დაჭრილი ნიახური ძირი, კიდე 2 წუთში-წვრილად დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო. ამ მასას ფრანგები მირპუას (mirepoix) უწიდებენ, ხოლო იტალიელები- სოფრიტოს (soffritto) და ის ბევრი სოუსის და სხვა კერძის საფუძველია.
ცალკე ტაფაზე გავახუროთ ზეთი და მოვბრაწოთ ფარში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ბეკონი, ცტა ხანში აქვე დავუმატოთ ჩვენი სოფრიტო და ვთუშოთ ერთი-ორი წუთი. დავუმატოთ ღვინო, ვთუშოთ კიდე 10 წუთი და ბოლოს დავუმატოთ ჩვენ სოუსს წვრილად დაკეპილი ნიორი და პომიდოროი წვენთან ერთად.
სოუსი დაბალ ცეცხლზე კიდე მინიმუმ 40 წუთი (უმჯობისი კი 1,5-2 საათი) უნდა ვთუშოთ. სოუსი ოდნავ უნდა დუღდეს, წვენი თუ დაშრა, ცოტა ბულიონი ან წყალი ჩავამატოთ ხოლმე.
ბოლოდ დავამატოთ მარილი და წიწაკა. აქვე, სურვილისამებრ, შეგვიძლია დავამატოთ ბაზილიკი და ორეგანო.
გემრიელად მიირთვით!