top of page

სოუსი ველუტე


ვაგრძელებთ სოუსიების სერიას და დღეს ფრანგული სამზარეულოს მთავარ თეთრ სოუსზე ვისაუბრებთ. სოუსი ველუტე ბეშამელის შორეული ნათესავია და ისევე, როგორც ბეშამელი შუა საუკუნებიდანაა ცნობილი.

ისევე, როგორც ბეშამელი, ველუტე რუს ბაზაზე მზადდება და მას მსუბუქი ქათმის (velouté de volaille), თევზის (velouté de poisson) ან ხბოს (velouté de veau) ბულიონი ემატება. ხანდახან კარაქის ნაცვლად ველუტეს მოსამზადებლად ბეკონის ცხიმს იყენებენ.

ველუტეს მოზადება დიდ ოსტატობას არ მოითხოვს. მთავარია სოუსისთვის კარგი,არომატული ბულიონი გამვიყენოთ. ამ შემთხვევაში ჩვენი სოუსიც ძალიან გემრიელი და არომატული გამოვა.

დაგვჭირდება:

20 გ ფქვილი

20 გ კარაქი

500-600 მლ ბულიონი

მოვამზადოთ რუ: კარაქი გავადნოთ ტაფაზე, დავუმატოთ ფქვილი და კარაგდ მოვურიოთ. მოვთუშოთ ისე, რომოდნავ გავარდისფრდეს, თან სულ ვურიოთ.

დავუმატოთ რუს ბულიონი, კარგად მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე, თან სულ ვურიოთ. სოუსი უნდა ვხარშოთ დაახლოებით 1,5 საათი, თან პერიოდულად უნდა მოვაშოროთ ქაფი.

გამზადებული სოუსი გადავწუროთ თხელ საცერში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page