top of page

ხაჭოს მაჭკატები ქიშმიშით


დიდი ხანია საუზმეზე მაჭკატები არ გვქონია. დღეისთვის ქიშმიშიანი მაჭკატების რეცეპტი ამოვარჩიეთ. თან არაჟნის და თაფლის სოუსსაც მოვამზადებთ.

დაგვჭირდება:

2 კვერცხი

500 გ ხაჭო

მწიკვი მარილი

5 ს.კ. შაქარი

1 ჭიქა ფქვილი

ვანილი

3 ს.კ. ქიშმიში

ცალკე:

3 ს.კ. არაჟანი

3 ს.კ. თაფლი

შაქარი და კვერცხი გავთქვიფოთ, დავუმატოთ მწიკვი მარილი, ხაჭო, ვანილი, ფქვილი და ქიშმიში. კარგად მოვურიოთ და შევდოთ 1 საათით მაცივარში.

ამის შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 1 სმ სისქემდე, გამოვჭრათ რგოლები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ორივე მხრიდან კარაქში, სქელძირიან ტაფაზე.

არაჟანი და თაფლი შევურიოთ ერთმანეთ და შევათბოთ ტაფაზე.მოვასხათ ეს სოუსი მაჭკატებს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page