წითელი ხავერდის ბრაუნი -ჩიზქეიქი
ჩვენი დღევანდელი დესერტი იდეალურად შეეფრება ვალენტინობას. გავაკეთებთ 3 ცნობილი ნამცხვრის მიქსს- ულამაზესი წითელი ხავრდის, უნაზესი ჩიზქეიქის და უგემრიელესი ბრაუნის და მივიღებთ საოცრად ლამაზ, მარტივ და ძალია გემრიელ ნამცხვარს.
ბრაუნის ფენისთვის დაგვჭირდება:
120 გ კარაქი
1 ჭიქა შაქარი
2 კვერცხი
მწიკვი მარილი
2 ფილა თეთრი შოკოლადი
ვანილი
წითელი საკვები საღებავი
100 გ ფქვილი
ჩიზქეიქის ფენისთვის:
300 გ კრემ-ჩიზი
200 გ მაღალცხიმიანი ნაღები
3 ს.კ. შაქრის პუდრა
2 კვერცხი
ვანილის ექსტრაქტი
ორთქლზე გავალღვოთ შოკოლადი და კარაქი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი, ფქვილი. დავუმატოთ შოკოლადის მასა, საღებავი. კარგად მოვურიოთ. ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, ჩავასხათ ცომის 3/4.
კრემჩიზი და ნაღები, დავუმატოთ შაქრის პუდრა, კვერცხი, ვანილი. კარგად ავთქვიფოთ და ფრთხილად დავასხათ ბრაუნის ფენას. ამის შმედეგ ზვიდან ფრთხილად დავასხათ დარჩენილი წითელი ბრაუნის ცომი და ხის ჩხირით ფრთხილად მოვხატოთ, ისე რომთეთრი და წითელი ცომისგან ლამაზი ზედაპირი მივიღოთ მარმარილოს ეფექტით.
შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. გავაციოთ ნამცხვარი და გამოვჭრათ მოზრდილ გულის ფორმები ბასრი დანით ან ორცხობილების ფორმებით.
გემრიელად მიირთვით თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად!
ვალენტინობას გილოცავთ!